ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

50 ლარიანი პროექტი
31 October 2019

გამდიდრების მარტივი გზა რთულია, თუმცა უფრო მარტივია ყველაფერი დაიწყო იდეით.

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ცენტრი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს.

მიიღე 50 ლარი და აქციე ის სოლიდურ თანხად! პროექტის პირობები მარტივია, ჩვენ ველოდებით ნებისმიერი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ 10 გუნდს. ამასთან ერთად, საჭიროა გუნდებს ჰქონდეთ კრეატიული იდეა.

პროექტის ფარგლებში სტუდენტურ საქმეთა ცენტრი თითოეულ გუნდს გადასცემს 50 ლარს, რომლებმაც ეს თანხა საწყის ინვესტიციად უნდა გამოიყენონ.

აღსანიშნავია, რომ გუნდებს უფასო ბიზნეს ტრენინგს საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი UG StartUp Factory-ის წარმომადგენელი ჩაუტარებს.

შერჩეულ გუნდებს თავიანთი იდეის განხორციელება სპეციალურად მოწყობილ დღეზე შეეძლებათ, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება. მათ ექნებათ განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც, რაც შეიძლება მეტი თანხის დაგროვება უნდა შეძლონ.

იმ ჯგუფს, რომელიც ყველაზე მეტი თანხის გამომუშავებას შეძლებს, ყველა სხვა გუნდი საჩუქრად გადასცემს საწყის 50 ლარს.

იჩქარე, განაცხადის წარდგენის ბოლო დღეა 25 ოქტომბერი, 15:00 სთ.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი