27 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის ჩართულობით (UGSPN), გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „AFD-ს წარმატება გერმანიაში: ტრადიციული პარტიების კრიზისი და ახალი ძალების აღზევება“.
დისკუსია ფოკუსირებული იქნება ევროპული ქვეყნების მასშტაბით მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ძირითად ტენდენციებზე, ტრადიციული პოლიტიკური პარტიების გავლენის შესუსტებასა და რადიკალური პოლიტიკური ძალების მზარდი მხარდაჭერის ტენდენციებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ის საარჩევნო წარმატებას, მისი პოპულარობის განმაპირობებელ პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებს და ამ პროცესების გავლენას გერმანიისა და ევროპის პოლიტიკურ მომავალზე.
დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება:
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
დრო: 27 ოქტომბერი, 17:00
ადგილი: ქ.თბილისი, კოსტავას77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #710 ოთახი
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/WTpi7RtWeEvpYoxr7