ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

კონკურსი სისხლის სამართლის ზამთრის სკოლაში
14 January 2020

საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან ერთად აცხადებს მიღებას სისხლის სამართლის ზამთრის სკოლაში- „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“.

სკოლის თემატიკა: საერთაშორისო და ევროპული გავლენები ქართულ სისხლის სამართალზე, სისხლის სამართალი და ხელოვნების თავისუფლება, საკუთრება და მისი დაცვის მექანიზმები გერმანულ სისხლის სამართალში, ფარული საგამოძიებო მოქმედებები გერმანულ სისხლის სამართლის პროცესში, თავისუფლებისა და სისხლის სამართლის ურთიერთმიმართება, ნარკოდანაშაულები და პიროვნული თავისუფლება.

სკოლის ხელმძღვანელი:

ასოც. პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich)

მოწვეული ლექტორები:

  • პროფ. მარტინ ვასმერი (კიოლნი, გერმანია);
  • მარიო შიუტცე (იენა, გერმანია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის მიმართულების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

ლექციები ქართულ ენაზე გაიმართება

მონაწილეობა უფასოა და ყველა ხარჯი,მათ შორის ტრანსპორტირების, დაფინანსებულია.

თარიღი: 14.02.2019-16.02.2019

ადგილი: ბორჯომი, სასტუმრო ბორჯომი-ლიკანი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის გამოგზავნა მეილზე: institute.criminallaw@gmail.com

  • cv ფოტოსურათით;
  • განვლილი სემესტრების ნიშნების ფურცელი (შესაძლებელია ელ.ბაზიდან ამონაწერის დასკანერებული ვერსია);
  • სამოტივაციო წერილი.

საბუთები გამოგზავნილ უნდა იქნას 2020 წლის 26 იანვრის ჩათვლით.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი