ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული კვირეული საქართველოს უნივერსიტეტში
13 May 2019

13-17 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად  (NCDC),  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს.

კვირეული 13 მაისს, თბილისის დროით 12:00 საათზე, ბრიუსელში იხსნება.  ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ კვირეულის გახსნის ცერემონიალის პირდაპირი ტრანსალცია. 
https://www.youtube.com/watch?v=B-Evo5aP254&fbclid=IwAR0DHuil7lop3acq9_N7ujWep_-XlVPXkG3BQnlttWDlRIyMf_PN2YI78yY

The European Public Health Association-ის მიერ ორგანიზებული  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული კვირეული მიზნად ისახავს, ევროპის მასშტაბით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და რეგიონალურ დონეზე ურთიერთობის გაღრმავებას.

იხილეთ საქართველოს უნივერსიტეტის  ღონისძიებების განრიგი:

13 მაისი

ფიზიკური აქტივობის დღე

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ლისის ტბის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ აქტივობებს განახორციელებენ: სარეაბილიტაციო ვარჯიშები, კარატეს ხელოვნების დემონსტრაცია, მსვლელობა ტბის გარშემო და ა.შ

დრო: 16:00 სთ

ადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია

14 მაისი

საჯარო ლექცია:   "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა: მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები"

საჯარო ლექციას გაუძღვება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა.

დრო: 11 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519

 

16 მაისი

შეხვედრა თემაზე „ჯანსაღი კვება და მისი მნიშვნელობა“ და საჯარო ლექცია: "ჯანსაღი კვების როლი"

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები უნივერსიტეტის კამპუსში წარადგენენ ჯანსაღ პროდუქტებს, ასევე მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ საკუთარი მასის ინდექსი და მიიღონ ინფორმაცია ჯანსაღი კვების ძირითად ასპექტებს.

დრო: 14:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის კამპუსი, კოსტავას 77ა 

საჯარო ლექციას: "ჯანსაღი კვების როლი" გაუძღვება ქ-ნ ნესტან ბოსტონიღაშვილი, ექიმი-ენდოკრინოლოგი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

დრო: 16:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519

შეგახსენებთ,რომ ღონისძიების მასპინძელია The European Public Health Association (EUPHA) - მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში 19000 ექსპერტს აერთიანებს. EUPHA-ს მიზანია ევროპის ქვეყნებში ჯანმრთელობის გაუმჯობესება, რეგიონალური თანამშრომლობის დამყარება და საზოგადოებრივი ჯანდაცვისადმი მულტიდისციპლინარული მიდგომის დანერგვა.

EUPHA-ს ერთადერთი წევრი საქართველოდან, საქართველოს უნივერსიტეტია. ევროპულ პროფესიონალურ ასოციაციაში წარმომადგენლობა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და საერთო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩამოყალიბებისთვის.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი