ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

ცნობილი არქიტექტორი და პედაგოგი ოსამუ ოკამურა (Osamu Okamura) ვიზიტი საქართველოს უნივერსიტეტში

20 April 2026

 

21 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტს ეწვევა ცნობილი არქიტექტორი და პედაგოგი ოსამუ ოკამურა (Osamu Okamura), რომელიც მუშაობს ქალაქების სიცოცხლისუნარიანობისა და ურბანული სივრცეების ინტერპრეტაციის მიმართულებით.

ამჟამად არის Czech Centre Tbilisi-ის დირექტორი (2025-დან). სხვადასხვა წლებში იკავებდა მნიშვნელოვან აკადემიურ და პროფესიულ პოზიციებს, მათ შორის:

  • ტოკიოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
  • ლიბერეცის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი;
  • პრაღის ურბანიზმისა და საჯარო სივრცეების განვითარების კომიტეტების წევრი და თავმჯდომარე;
  • ასევე, იგი არის საერთაშორისო ფესტივალებისა და პროექტების კურატორი, არქიტექტურული ჟურნალ ERA21-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი და ევროპული არქიტექტურის პრესტიჟული პრემიის (Mies van der Rohe Award) ნომინატორი.

მისი წიგნი „City for Everyone: A Manual of Urbanism for Beginners“ დაჯილდოებულია საერთაშორისო არქიტექტურული პრემიებით.

სტუმრობის ფარგლებში, ისამუ ოკამურა ჩაატარებს საჯარო ლექციას დამსწრე საზოგადოებასთან და ასევე გაიმართება დისკუსია. 

დრო: 21 აპრილი, 12:00 საათი 

ადგილი: თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი