ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ფოლიო 2023 " თავისუფლება ისე არ მოდის"
28 April 2023

საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცხადებს მორიგ ლიტერატურულ კონკურსს "ფოლიო 2023".

 

უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და მხარს უჭერს ახალგაზრდებში კრეატიული წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას. ლიტერატურული კონკურსის მიზანი წერის კულტურის ამაღლებაა.

 

წელს, საქართველოს უნივერსიტეტმა მთავარ თემად აარჩია: "თავისუფლება ისე არ მოდის" 

 

კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადმოაგზავნონ  პროზაული ნაწარმოები.

 

კონკურსის პირობები:

 

· კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს და სკოლის მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეებს;

 

· ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

 

· ტექსტი უნდა იყოს A4 ფორმატში, Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და ტექსტის მოცულობა 1-დან 3 გვერდამდე;

 

· თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი/კლასი და ელექტრონული ფოსტა.

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

ა) ორიგინალურობა

 

ბ) შემოქმედებითობა

 

გ) ლაკონიურობა

 

 

ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2023 წლის  29 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით ბმულზე: https://ug.edu.ge/public/folio

 

გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო.  

 

პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს: 1500 ლარს 

მეორე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს: 1000 ლარს

მესამე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს: 500 ლარს 

 

კონკურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი