ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

სტუდენტთა IV კონფერენცია თემაზე: „კოლხურ-იბერიული მედიცინა- Cura Mediana”
21 June 2019

21 ივნისს,  საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში გაიმართება სტუდენტთა მეოთხე კონფერენცია „მედეა“, რომელიც მიეძღვნება კოლხურ-იბერიულ მედიცინას - “Cura Mediana-ს”.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი და სადოქტორო პროგრამის წარმატებული სტუდენტები. მათ მიერ, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, გლობალურ და ეროვნულ ჭრილში, წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ჯანდაცვის თითქმის ყველა სფეროს აქტუალური საკითხები.

პლენარული სესია მიეძღვნება კოლხურ-იბერიულ მედიცინას, ანუ Cura Mediana-ს. მოხსენებას წარმოადგენს პროფესორი- რამაზ შენგელია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისაკადემიკოსი.

პლენარული სესიის შემდეგ ჩატარდება დოქტორანტების, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების, ერთსაფეხურიანი პროგრამების (სტომატოლოგია, მედიცინა) სტუდენტების დამოუკიდებელი პარალელური სესიები.

კონფერენციის მასალები იხილეთ ვებ გვერდზე: www.caucasushealth.ge

თარიღი: 21.06.2019

დრო: 11:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #204

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი