ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

საზაფხულო სკოლა კიოლნის უნივერსიტეტში სამართლის სტუდენტებისთვის
3 March 2020

19-26 ივლისს, უკვე მესამედ, სპეციალურად საქართველოს უნივერსიტეტისთვის კიოლნის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ზაფხულის სკოლას გერმანიაში.

კიოლნის უნივერსიტეტი, UGLS ქართული, გერმანული და საერთაშორისო ინსტიტუტთან ურთეირთთანამშრომლობის ფარგლებში, გამართავს საზაფხულო სკოლას სისხლის სამართლის შესახებ.

კურსი ინგლისურენოვანია და მას გაუძღვებიან კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორები. გარდა ამისა, მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია კულტურული პროგრამაც.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა კიოლნის უნივერსიტეტთან ერთად სრულად აფინანსებს მონაწილის შემდეგ ხარჯებს:

  • ლექციები გერმანელი პროფესორების მონაწილეობით;
  • ორმხრივი ავიაბილეთი;
  • სასტუმრო საუზმით 19-26 ივლისის პერიოდში;
  • კულტურული პროგრამა.

მონაწილეს უწევს დამატებითი კვების და შიდა ტრანსპორტირების თვითდაფინანსება (საშუალოდ 20 ევრო დღეში).

 სკოლის მონაწილეების შერჩევა მოხდება 2 ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე:

1) განაცხადების გადარჩევა

2) გასაუბრება (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

მონაწილეობის პირობებია:

  • საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის III ან IV კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტის აქტიური სტატუსი.
  • საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B 2/1 დონეზე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • CV;
  • სამოტივაციო წერილი.

დოკუმენტაცია მიიღება შემდეგ მისამართზე:

institute.criminallaw@gmail.com

განაცხადის გაკეთების ბოლოს ვადაა: 2020 წლის 23 მარტი.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი