ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

გამოსაშვები ცერემონიალი 2021
15 October 2021

22 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში 2021 წლის გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართება. საქართველოს უნივერსიტეტში კურსდამთავრებულებს მანტიის შეძენის ან ქირაობის შესაძლებლობა აქვთ.

მანტიის შეძენის ღირებულებაა 70 ლარი, ხოლო მისი ქირაობის - 20 ლარი. მანტიის ყიდვას შეძლებთ საქართველოს უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში, ხოლო ქირაობას - მე-4 კორპუსის პირველ სართულზე (ოთახი #116), 18 და 19 ოქტომბერს (12:00-18:00, შესვენება 14:00-15:00). ქირაობის შემთხვევაში თანხა უნდა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE43BS0000000008736082 და ქვითარი წარმოადგინოთ ქირაობის დროს “ხელზე” (ელექტრონული ქვითარი არ მიიღება).

გაითვალისწინეთ, რომ მანტიის შეძენას/ქირაობას შეძლებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებმაც დაიცვეს დიპლომი ან დააგროვეს 240 კრედიტი. ასევე, მედიცინის და სტომატალოგიის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც 300 ან 360 კრედიტი დააგროვეს.

მანტიების გატანისას სავალდებულოა წარმოადგინოთ კოვიდ ტესტის პასუხი ან აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსის პირველ სართულზე ყოველ დღე (შაბათ კვირის გარდა) 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შესაძლებელია სწრაფი უფასო ანტიგენის ჩატარება, ხოლო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის PCR ტესტის საფასური იქნება 55 ლარი.

ნაქირავები მანტიების დაბრუნება სავალდებულოა ცერემონიალის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში (ორშაბათი-პარასკევი, 12:00-18:00), N111 ოთახში.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://graduation2021.ug.edu.ge/index.html

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი