ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

Industry Talks - არჩევანის ფსიქოლოგია ციფრულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში - როგორ გვიბიძგებს მარკეტინგული კომუნიკაცია კონკრეტული ქმედებისკენ და სად გადის ზღვარი ეფექტურ დიზაინსა და მანიპულაციას შორის

27 November 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა განაგრძობს Industry Talks ციკლის შეხვედრებს სტუდენტებისთვის, რაც მოიაზრებს დარგის წამყვანი პროფესიონალებისგან სტუდენტებისთვის საკუთარი გამოცდილებისა და დარგში არსებული სიახლეების თუ გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. 

შემდეგი შეხვედრა გაიმართება 11 დეკემბერს, რომელსაც გაუძღვება თინათინ გოგბერიშვილი, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, მოწვეული ლექტორი.  

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები იმსჯელებენ თემაზე, არჩევანის ფსიქოლოგია ციფრულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში - როგორ გვიბიძგებს მარკეტინგული კომუნიკაცია კონკრეტული ქმედებისკენ და სად გადის ზღვარი ეფექტურ დიზაინსა და მანიპულაციას შორის. "ყოველ ჯერზე, როცა ღილაკს ვაჭერთ, გვგონია, რომ არჩევანი თავად გავაკეთეთ. სინამდვილეში, ეს გადაწყვეტილება ხშირად ჩვენამდეა გათვლილი -წინასწარ მონიშნული პარამეტრებით, ღილაკის ფერით, ფასების ეშმაკური წყობითა და დროში შეზღუდული შეთავაზებებით."

აღსანიშნავია, რომ ლექციაზე რეალური ციფრული მაგალითებით განიხილება ქცევითი ეკონომიკის უხილავ მექანიზმებს. შეხვედრა მოიცავს როგორც სალექციო ასევე სადისკუსიო ნაწილს, რომლის ფარგლეშიც შესაძლებელია სიღრმისეული შეკითხვებისა და ინფორმაციის გაზიარება, სტუდენტების სურვილის შესაბამისად.

დრო: 11 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, #710 აუდიტორია 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი