საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა განაგრძობს Industry Talks ციკლის შეხვედრებს სტუდენტებისთვის, რაც მოიაზრებს დარგის წამყვანი პროფესიონალებისგან სტუდენტებისთვის საკუთარი გამოცდილებისა და დარგში არსებული სიახლეების თუ გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
შემდეგი შეხვედრა გაიმართება 9 დეკემბერს, რომელსაც გაუძღვება ანა ლოლაძე, Grada Development-ის მარკეტინგის მენეჯერი, PR და მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანიების პროექტები მენეჯერი, UG კურსდამთავრებული.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები იმსჯელებენ თემაზე: "სტრატეგიული კომუნიკაცია, რომელმაც შეცვალა თამაშის წესები"
შეხვედრა მოიცავს როგორც სალექციო ასევე სადისკუსიო ნაწილს, რომლის ფარგლეშიც შესაძლებელია სიღრმისეული შეკითხვებისა და ინფორმაციის გაზიარება, სტუდენტების სურვილის შესაბამისად.
დრო: 9 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, #710 აუდიტორია