ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

კონფერენცია: „საქართველო დასავლურ და რუსულ სამხედრო პრიზმაში“
15 June 2020

15 ივნისს, საქართველოს უნივეერსიტეტი პარტნიორებთან ერთად 2019 წელს დაარსებული უსაფრთხოების პლატფორმის ფარგლებში (UG-Security Platform/UGSP) ატარებს მორიგ კონფერენციას სახელწოდებით: „საქართველო დასავლურ და რუსულ სამხედრო პრიზმაში“.

კონფერენციის პანელები ითვალისწინებს მაღალი რანგისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ სამი ძირითადი თემის გარშემო დისკუსიის გამართვას :

  • ნატო-საქართველო: გაწევრიანება, სამხედრო მნიშვნელობა და მე-5 მუხლი;
  • რუსეთი და სამხრეთ კავკასია: სამხედრო მდგომარეობა, ესკალაციის რისკები და დე-ესკალაციის გზები;
  • შავი ზღვის სამხედრო-პოლიტიკურიუსაფრთხოების ასპექტები.

კონფერენციაზე მოწვეული სპიკერები იქნებიან:

მაიკლ კარპენტერი - ა.შ.შ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი. ლიტვის ეროვნული თავდაცვის ფონდის კონსტულტანტი უსაფრთხოების საკითხებში.

გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი - ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სტრატეგიული სწავლებების ხელმძღვანელი (Pershing Chair).

ზიგიმანტის პავილიონისი - ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატებში ყოფილი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი.

ბრუნო ლეტე - კვლევითი ცენტრის „გერმანიის მარშალის ფონდის“ ანალიტიკოსი, საერთაშორისო თავდაცვის და უსაფრთხოების ექსპერტი.

გუსტავ გრესელი - „საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს“ (ECFR) უფროსი მკვლევარი პოლიტიკის საკითხებში.

მატიას დემბისნკი (Dr.) - ჰესენის მშვიდობის კვლევის ცენტრის (PRIF) წამყვანი მკვლევარი.

მუსტაფა აიდინი (Dr.) - ქადირ ჰას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტი.

დიმიტრიოს ტრიანტაფილუ (Dr.) - ქადირის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული სწავლებების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი.

კონფერენციის პანელების პარალელურად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება სიმულაციური გათამაშება, სადაც მოხდება კონფერენციის თემატიკისთის რელევანტური სამხედრო-პოლიტიკური სცენარის გათამაშება (war-gaming), მოვლენების სავარაუდო განვითარების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების ფორმულირება.

ასევე, სიმულაციაში მონაწილე სტუდენტებს მიეცემათ კონფერენციის პანალებზე მონაწილე სტუმრებთან უშუალო ინტერაქციის საშუალება.

გთხოვთ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადახვიდეთ ბმულზე: http://ugsp.ug.edu.ge/

თარიღი: 15.02.2020

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი