ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტს International Cold Case Project-ს იწყებს. მასში ჩართული საერთაშორისო სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთობლივად მუშაობენ გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის პოლიციის რეალურ სისხლის სამართლის გაუხსნელ საქმეებზე (პირის გაუჩინარება, მკვლელობა). სტუდენტებს წვდომა აქვთ სისხლის სამართლის საქმის ორიგინალ მასალებზე (გაუთქმელობის წინაპირობით), ინგლისური თარგმანით. პროექტს კოორდინაციას უწევს გერმანიის ერთ-ერთი პოლიციის აკადემიის ლექტორი, რომელთანაც სტუდენტური გუნდების წევრებს, ორ კვირაში ერთხელ ექნებათ შეხვედრები, სადაც განავითარებენ იდეებს გაუხსნელ საქმეებთან დაკავშირებით.
პროექტი სრულიადაა დაფინანსებული შერჩეული სტუდენტებისთვის.
მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სტუდენტებს.
სტუდენტს დასრულებული უნდა ქონდეს მატერიალური სისხლის სამართლის სწავლა.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე institute.criminallaw@gmail.com უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- cv ფოტოსურათით;
-სამოტივაციო წერილი;
-ბოლო ორი სემესტრის ნიშნების ამონაწერი (საკმარისია სტუდენტური ბაზიდან ამოღებული ამონაწერიც ბეჭდის გარეშეც).
გასაუბრებაზე შემოწმდება ინგლისური ენის ცოდნა (სულ მცირე B2/1 დონე) და ზოგადი ცოდნა სისხლის სამართლის მიმართულებით.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებსაც, ხოლო განსაკუთრებით აქტიურებს - ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენ მომავალი გუნდების ლიდერები.
დაწვრილებით პროექტის შესახებ: https://www.amberalert.eu/projects/international-cold-case
გამოიყენეთ ეს უნიკალური, საერთაშორისო დონის შესაძლებლობა იმუშაოთ გამოძიების თანამედროვე მეთოდებთან და რეალურ საქმეებთან!
გისურვებთ წარმატებებს!