ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ლიტერატურული კონკურსი "ფოლიო"
10 May 2019

საქართველოს უნივერსიტეტი წიგნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებების ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, მორიგ ლიტერატურულ კონკურსს - „ფოლიოს“ - აცხადებს.

აქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და მხარს უჭერს ახალგაზრდებში კრეატიული წერითი უნარ-ჩვებების განვითარებას.  ლიტერატურული კონკურსის მიზანი წერის კულტურის ამაღლებაა.

კონკურსის მონაწილეები სურვილისამებრ ქართულ ან ინგლისურ ენაზე დაწერენ ლექსს ან პროზაულ მინიატურას.  წლევანდელი კონკურსის თემაა - „გული არასდროს ბერდება“.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეებს;
ნაშრომი წარმოდგენილი იქნება ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
ტექსტი განთავსდება A4 ფორმატში, Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და ტექსტის მოცულობა 1-დან  3 გვერდამდე;  
თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი/კლასი და ელექტრონული ფოსტა.

 
შეფასების კრიტერიუმები:
) ორიგინალურობა
) შემოქმედებითობა
) ლაკონიურობა

ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2019 წლის 10 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით.

მითითებულ ბმულზე: https://ug.edu.ge/public/testfolio

კონკურსის თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
გამარჯვებულს საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზიფოლიოდა ფულადი ჯილდო 500 ლარი გადაეცემა.  
ასევე, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაშრომების ავტორებიც.


გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 10 მაისს, 16:00 საათზე,  საქართველოს უნივერსიტეტში (კოსტავას 77, საკონფერენციო დარბაზი#519).


შემოგვიერთდით და გაიმარჯვეთ!

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი