ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საქართველოს უნივერსიტეტის მოსწავლეთა ოლიმპიადა მათემატიკაში

20 April 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტი 3 მაისს მასპინძლობს მოსწავლეთა მათემატიკის ოლიმპიადას. ოლიმპიადა ერთ ეტაპად ჩატარდება და მონაწილეებს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა მოუწევთ.

 

ოლიმპიადაზე თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 570 სკოლის მოსწავლეა რეგისტრირებული. კონკურსი კლასების მიხედვით ორ ნაკადად ჩატარდება:

  • V, VII, IX და XII კლასები — 11:00 საათზე
  • VI, VIII, X და XI კლასები — 13:00 საათზე

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ორი კვირის თავზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც გამოვლინდებიან საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეები.

 

გამარჯვებულებს I, II და III ხარისხის სიგელები გადაეცემათ, ხოლო პირველი ადგილების მფლობელებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური პრიზები - პლანშეტები.

საქართველოს უნივერსიტეტის მოსწავლეთა ოლიმპიადა მიზნად ისახავს მათემატიკის მიმართ ინტერესის გაღრმავებას, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ მხარდაჭერას.

 

დრო: 3 მაისი, 11:00 საათი / 13:00 საათი 

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, IV კორპუსი, 407 საგამოცდო აუდიტორია 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი