ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

მოსამზადებელი კურსები გრაფიკული პროგრამირება (3Dmax) - ში
25 February 2020

საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს მიღებას   გრაფიკული პროგრამის  - 3DMax შესასწავლად.
 
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსმენელისთვის, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება სადიზაინერო - სამშენებლო სფეროში. ასევე, განკუთვნილია დამწყები და უკვე მოქმედი დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის.

კურსს დაეთმობა კვირაში 2 საათი - შაბათს 11:30 საათზე

ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა 10-25 მსმენელი.

კურსს გაუძღვება ინტერიერის დიზაინერი - ნატალი კაჭარავა -  ტილბურგის უნივერსიტეტისა და მანჩესტერის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

3D Max  პროგრამა:

  • 3D-Max-ში მუშაობის ძირითადი პრინციპები. სტანდარტული პროგრამის მომიხილვა: User Interface ( მომხმარებლის ინტერფეისი). Customize Preference Settings (ძირითადი პარამეტრების მორგება). Unit Setup  (ზომის ერთეულები), Grid (ბადე), Viewport Configuration (ხედების კონფიგურაცია), Viewport options all, (Wireframe,Shading)-ხედების ფანჯრების ყველა ოპციები,კარკასული ჩვენება ეკრანზე.  Cube (Hide/Show) ხედების ხელსაწყო,დამალვა-ჩვენება ეკრანზე.
  • Main menu (მთავარი მენიუ), Command Panel (ბრძანებების პანელი), Toolbars  (ინსტრუმენთა პანელი).Scene explorer (პროექტის მკვლევარი პანელი) Zoom tools (მასშტაბირების ხელსაწყოები).
  •  System coordinates (კოორდინატული სისტემა ) Pivot (ღერძი,ობიექტის ცენტრის განსაზღვრა). Clone objects (ობიექტების კოპირება), Hide/Freeze (ობიექტების დამალვა სცენიდან, ობიექტზე მოქმედების შეზღუდვა).   Context menu (right click floating panel)-კონტექსტური მენიუ, დამატებითი მარჯვენა პანელი.
  • Select and move(მონიშვნა და გადაადგილება), Rotate(მობრუნება), Scale(მაშტაბირება)Snaps (ობიექტზე მიბმა),  mirror(სარკისერური კოპირება). Group  დაჯგუფება.
  • Standart Primitives მარტივი ფიგურების შექმნა, Create ,Modify-მარტივი ობიექტების შექმნა და რედაქტირება (პარამეტრების ფანჯარა)-ს გამოყენება. Parameters - პარამეტრები, Segments- სეგმენტები.  Shapes,Spline (ფორმები, შექმნა ხაზით და რედაქტირება ): fillet, outline, refine. სამგანზომილებიანი ობიექტის შექმნა, Lathe(ღერძე დატრიალებით მრგვალი ზედაპირის შექმნა).
  • Editable Poly პოლიგონებზე მოდელირება, მოდელირების მოდიფიკატორები extrude, bevel, bridge. Vertex,Edge,Polygon,Element - ობიექტის ვერტექსი,ზღვარი,მრავალკუთხედი,ელემენტი. Soft selection-  მონიშვნა.
  • Extended primitives, Compound objects: Loft, boolean.
  • Modifier list ობიექტის მოდიფიკატორთა ჩამონათვალი
  • Standart Material Editor -მასალების რედაქტორი, სტანდარტული ტიპის მასალები, მასალებისშექმნა და ობიექტზე დადება. UVP Map- მასალის ობიექტზე გადაკვრა.
  • Standart Lights სცენის განათება, სინათლის სცენაზე განთავსების წესები და მისი პარამეტრები. Target directional light.Omni პროჟექტორები. Light lister განათების მართვის პანელი.
  • Import file from Archicad -არქიკადიდან ფაილის იმპორტირება 3dsMax -ში.
  • კამერის დაყენება
  • Render and window parameters სტანდარტული მასალების გამოყენებით რენდერი და სარენდერო ფანჯრის პარამეტრები.
  • Camera კამერის დაყენება და პარამეტრები. Background Image in Viewport-ხედში ფონის დადება.
  • Text , modify,extrude -ტექსტის რედაქტირება.   
  • Video Post მნათი ზედაპირის შექმნა (ჰალოგენური განათება).

კურსის ხანგრძლივობა -  3 თვე (25  გაკვეთილი)

კურსის ღირებულება - 35  ლარი თვეში-სრული ღირებულება -105 ლარი ( გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებამდ).

 კურსის დასრულებისას გაიცემა  სერთიფიკატი

აპლიკაციები მიიღება ელექტრონული ფოსტით mtsereteli@ug.edu.ge , laghidze.n@gmail.com,   ან მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, VI სართული, ოთახი №621

რეგისტრაციისთვის იხ. აპლიკაციის ფორმა.

აპლიკაციები  მიიღება  2020 წლის  26 თებერვლიდან  12 მარტის ჩათვლით.

სწავლა დაიწყება --  14 მარტს

დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, VI სართული, ოთახი №621/623

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი