ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საქართველოს უნივერსიტეტში Open Black Sea 2026 გაიმართება

16 September 2026

 

9-10 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბის - IML-ის ორგანიზებით, რეგიონში პირველი, უპრეცედენტო ფესტივალი - Open Black Sea 2026 გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შავი ზღვის რეგიონის საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. შეკრების მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის პოპულარიზაციაა. ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო ფესტივალი გააერთიანებს ჟურნალისტებს, რედაქტორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს შავი ზღვის რეგიონის ექვსი ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი.

ფესტივალის მთავარი თემაა: "From Crisis to Solutions — An Investigative Path to Survival and Renewal"

რა გელოდებათ Open Black Sea 2026-ზე?

  • დაფინანსების ალტერნატიული მოდელები — როგორ გახდეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა უფრო მდგრადი
  • პრაქტიკული ვორქშოპები
  • წიგნის პრეზენტაცია "Story-Based Inquiry", რომელსაც ავტორი, მარკ ლი ჰანტერი პირადად წარადგენს. ასევე გაიმართება წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი გამოსცემს;
  • დისკუსიები და რეალური ქეისები — დოკუმენტური ფილმის ჩვენება და საუბარი მნიშვნელოვან კითხვაზე: რა იცვლება რეალურად გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ?
  • Emerging Voices ჰაკათონი — საგამოძიებო იდეების კონკურსი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის, ფულადი პრიზებითა და შემდგომი სარედაქციო მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბი (IML) სტუდენტებსა და მოქმედ ჟურნალისტებს შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას - საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს.

სასურველი თემატური მიმართულებებია:

  • ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ - დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, ეროზია და ეკოსისტემები;
  • თევზჭერა და კვების ინდუსტრია - თევზჭერის პრაქტიკა, კვოტები, ლიცენზიები, უკანონო/აღურიცხავი თევზჭერა და პროდუქტის უსაფრთხოება;
  • კლიმატი, ბუნებრივი საფრთხეები და სანაპიროს მდგრადობა - წყალდიდობები, მეწყრები, სანაპიროს ეროზია, კლიმატური რისკები და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა.

ჩამოთვლილი თემები სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო - შესაძლებელია სხვა ძლიერი საგამოძიებო იდეის წარმოდგენაც, თუ ის არსებითად უკავშირდება შავ ზღვას.

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მოქმედ სტუდენტებს და ჟურნალისტებს, მათ შორის ფრილანსერებს.

წერილობითი პიჩი უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე, არ აღემატებოდეს 800 სიტყვას. პიჩი შემდეგ კითხვებს უნდა პასუხობდეს: რა არის პრობლემა→ რატომ უნდა გვაინტერესებდეს→ რის გამოკვლევას აპირებთ→ როგორ დაამტკიცებთ ფაქტებს→  რას მიიღებს აუდიტორია.

შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 9 საუკეთესო იდეა. ფინალისტები მენტორებთან ერთად დახვეწენ პიჩებს და ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ. გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ 2 000, 1 500 და 1 000 ლარის ჯილდოს და სარედაქციო მხარდაჭერას იდეების სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად ქცევისთვის.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 ოქტომბერი, მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/jVUsbkQKmGD6XGtG7

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში ხელი მოეწერება დეკლარაციას შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის დაფუძნების შესახებ. ქსელის სამდივნო საქართველოს უნივერსიტეტში განთავსდება. ფესტივალი ღიაა ჟურნალისტებისთვის, რედაქტორებისთვის, ფრილანსერებისთვის, სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის, ფაქტჩეკერებისთვის, OSINT-ისა და მონაცემთა სპეციალისტებისთვის, ასევე სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის.

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, მ. კოსტავას ქ. 77ა, 519 საკონფერენციო დარბაზი 

დრო: 9–10 ოქტომბერი 10:00 საათი 

 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო ენა არის ინგლისური. 

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე 27 სექტემბრამდე: https://form.jotform.com/262451949842063

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი