ანონსები
ძვირფასო აბიტურიენტებო, საქართველოს უნივერსიტეტი, 23 - 24 მაისს გიწვევთ ღია კარის დღეზე, ქალაქ ზუგდიდსა და ქუთაისში.
შეხვედრის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი თემებზე: როგორ დავძლიოთ საგამოცდო შიში და როგორ ავარჩიოთ პროფესია სწორად.
ტრენერები, ნანა ბურდული და ელიზავეტა სოლოღაშვილი,საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეტაპარტამენტის წარმომადგენლები, გაგიზიარებენ იმ ტექნიკურ რჩევებს და საგულისხმო ნიუანსებს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მარტივად ადაპტირებაში დაგეხმარებათ.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია
ქ. ზუგდიდი, 23 მაისი, 16:00 საათი, სასტუმრო "ლეთო" - https://docs.google.com/forms/d/1yx3H5nuW6yaQbpGUqthRQ_es7T4ewrCvakijv_cuSXM/edit
ქ. ქუთაისი, 24 მაისი 14:00 საათი, სასტუმრო "Best western Kutaisi" - https://docs.google.com/forms/d/1dwliqZsIakXGCkQNA0jPeEkwY428CroI5yXtIrGl4dE/edit