საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ფარგლებში მომზადებული ახალი კრებულის პრეზენტაციაზე, რომელშიც შესულია ქართველი და გერმანელი ავტორების მიერ მომზადებული ნაშრომები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე:
- სამოხელეო დანაშაულები ქართულ სისხლის სამართალში და ევროკავშირის სამართლის პოტენციური გავლენები
- კორუფციასთან ბრძოლა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დასჯადობით?
- ქონების დაუფლება კორუფციული გარიგებით
- სისხლის სამართალი და პოლიტიკური პროტესტი
- წინასწარი პატიმრობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია
- პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება ბრალის წარდგენისას და ა.შ.
ავტორები:
- პროფ. მარტინ ვასმერი (კიოლნის უნივერსიტეტი)
- ევა კილი (პროკურორი, ჰამბურგი)
- ჰანეს კლოპმაიერი (მოსამართლე, ესენ-შტეელე)
- პროფ. ფრანკ ციმერმანი (ფრაიბურგის უნივერსიტეტი)
- პროფ. ტილ ციმერმანი (დიუსელდორფის უნივერსიტეტი) ლასლო ბაკი (უნგრეთის კონკურენციის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი)
- პროფ. ირაკლი დვალიძე (თსუ)
- ბესიკ ქვარცხავა (რაიონული პროკურორი, საქართველოს პროკურატურა)
- პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი (საქართველოს უნივერსიტეტი)
პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.
დრო: 28 მაისი, ოთხშაბათი, 18:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, IV კორპუსი აუდიტორია 519