ანონსები
30 ივნისს, 15:00 სთ-ზე საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტში ჩატარდება საჯარო ლექცია - „ჯანსაღი საჯარო პოლიტიკის განხორციელება და ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, როგორც ინსტრუმენტი - გამოწვევები საქართველოსთვის”.
სპიკერი: საქართველოს უნივერსიტეტის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის" სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი თამარ აბულაძე.
ადგილი:ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი 2, მე-4 სართული, ოთახი 401.
დრო: 30 ივნისი, 15:00 საათი