ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

საჯარო ლექცია: “G-PriEd-ის მოდელი“ ზუგდიდში
21 December 2019

21 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ზუგდიდში მდებარე სამეგრელოს რეგიონული ოფისი სწავლების G-PriEd-ული მოდელის გაცნობის მიზნით, რეგიონში მცხოვრები პედაგოგებისთვის სემინარს ჩაატარებს.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • G-PriEd-ის სწავლების თანამედროვე მიდგომები და შესაბამისი მეთოდები;
  • სასწავლო პროექტების დაგეგმვა მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროების გათვალისწინებითა და თვითრეგულირების უნარის განვითარების ხელშეწყობით;
  • მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარების წახალისების ეფექტიანი სტრატეგიები;
  • წარმატებული პროექტის ნიმუშების ანალიზი.

სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლებს და ასევე სხვა მიმართულების პედაგოგებს, ვისაც აღნიშნული მოდელის სემინარები აინტერესებთ.

სემინარს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესიული განვითარების ცენტრის UG-PriEd-ის ტრენერ-კონსულტანტები გაუძღვებიან.

სემინარზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე: http://bit.ly/2M5K7a2

გთხოვთ გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

თარიღი: 21.12.2019

დრო: 14:00 სთ

ადგილი: ზვიად გამსახურდიას 33, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დარბაზი

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი