ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

სამეცნიერო კონფერენცია „ერთი ჯანმრთელობა“ — საქართველო და ევროკავშირი

2 November 2026

 

5-6 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო  კონფერენცია „ერთი ჯანმრთელობა“ — საქართველო და ევროკავშირი, კონფერენციის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირში „ერთი ჯანმრთელობის“ (One Health) სფეროში არსებული საერთო გამოწვევების განხილვა და სამეცნიერო პარტნიორობისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება.

ღონისძიება ორ თემატურ სესიას მოიცავს. პირველი სესია დაეთმობა გლობალური და რეგიონული გამოწვევების იდენტიფიცირებას, მათ შორის გენომურ ზედამხედველობას, ადრეული გაფრთხილების სისტემებსა და სოფლის მეურნეობის კვლევებს. მეორე სესია ფოკუსირებული იქნება სამეცნიერო პარტნიორობისა და სექტორთაშორისი კოორდინაციის გაძლიერებაზე, მონაცემთა გაზიარებაზე, მოლეკულური დიაგნოსტიკის ჰარმონიზაციასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროკავშირის წამყვანი მკვლევრები და დარგის ექსპერტები, რომლებიც იმსჯელებენ „ერთი ჯანმრთელობის“ მიდგომის განვითარების შესაძლებლობებსა და ერთობლივი სამეცნიერო ინიციატივების მნიშვნელობაზე. 

გამომსვლელებს შორის იქნებიან: 

  • ამირან გამყრელიძე - გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი, საქართველოს უნივერსიტეტი
  • გიორგი მიქაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თემა: „სურსათის უვნებლობის პოლიტიკა და სამეცნიერო კვლევები „ერთი ჯანმრთელობის“ მიდგომის განვითარებისათვის“.
  • ნინა ფორაქიშვილი და პიტერ ლიდიარდი — საქართველოს უნივერსიტეტის მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი, საქართველო; ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ლიბერალური ხელოვნებისა და მეცნიერებების კოლეჯის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სკოლა, გაერთიანებული სამეფო.
  • მამუკა კოტეტიშვილი – One Health Institute (OHI), საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველო.
  •  გიორგი ჩახუნაშვილი – ჯანმრთელობის ერთიანი კონცეფციის (One Health) დეპარტამენტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველო.
  • ლევან ციცქიშვილი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველო.

 

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:კონფერენციის განრიგი

დრო: 5-6 ნოემბერი, 10:00 საათი 

ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი