ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ღია სემინარი, სახელწოდებით:
,,ძვ.წ. IV-III საუკუნეების საოქრომჭედლო ხელსაწყო უფლისციხის ნაქალაქარიდან“.
სემინარს ჩაატარებს ერმილე მაღრაძე, ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საგანმათლებლო განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გეოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
დრო: 1 მარტი, 12:00 საათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 აუდიტორია.