ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

სიმულაციური გათამაშება მედიის უშაობის პრინციპების შესახებ

2 October 2026

 

25-27 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ირგანიზებით, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება სიმულაციური გათამაშება მედია მუშაობის პრინციპების შესახებ. ყველა დაინტერესებულ პირს, (მოსწავლეს) ვისაც აინტერესებს მედიის მუშაობის სპეციფიკა, ჟურნალისტური საქმიანობა, კონკრეტულად კი - თუ როგორია გაშუქების სტანდარტი მოსწავლეებთან დაკავშირებული სიახლეების, საშუალება ექნება დაესწროს წინმსწრებ სემინარებს, რომლის დასრულების შემდეგაც გაიმართება სიმულაციური გათამაშება. 

აღსანიშნავია, რომ სიმულაციურ გათამაშებაში მონაწილეობისათვის, სავალდებულოა შერჩეული მოსწავლეები დაესწრნონ სემინარებს, რომელიც ჩატარდება შემდეგ თემებზე: 

  • მედიაწიგნიერება და მტკიცებულებების ანალიზი;
  • ჟურნალისტური ეთიკა და ბავშვის უფლებები;
  • ვინ და როგორ უნდა დაიცვას ბავშვი ძალადობის შემთხვევაში.

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1KT2Cd4LsVxYjXbYw8yEO4eloQpeyCbssxmaM2zflR1U/edit

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ: 

  • მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს;
  • აუცილებელია მშობლის (კანონიერი წარმომადგენელის) წერილობითი თანხმობა, პროექტში ჩართვისთვის; (თანხმობის ფორმა გადმოგეგზავნებათ განაცხადის შევსების შემდეგ) 
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადაა, 10 ოქტომბერი.

 

სიმულაციური გათამაშება გაიმართება 25-27 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, შეხვედრის ზუსტი დრო და ჩატარების ლოკაცია ინდივიდუალურად ეცნობებათ შერჩეულ მონაწილეებს. 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი