საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გერმანული ბრენდი „ჰანსგროე“ (Hansgrohe) და გალერეა „დემასი“ ერთობლივ სტუდენტურ კონკურსს უმასპინძლებენ. პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან „ჰანსგროეს“ ინოვაციურ პროდუქციას და შექმნიან საცხოვრებელი ბინის სანიტარული კვანძების თანამედროვე დიზაინ-პროექტებს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები პირადი გასაუბრებების საფუძველზე შეირჩნენ. მუშაობის პროცესში კი, მათ მოუწევთ იმუშაონ საცხოვრებელი ბინის სანიტარული კვანძების პროექტზე. ინტერიერის კონცეფციის შემუშავება ახალგაზრდა წყვილისთვის, გერმანული ბრენდის Hansgrohe-სა და შოურუმ „დემასის“ მიერ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გამოყენებით.
პროექტში ჩართული სტუდენტების ნამუშევრები, სპეციალური ჟიურის ჩართულობით, შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ დაწესებული პრიზები:
დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 24 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში.
დრო: 24 ნოემბერი, 15:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი