ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

Technovation Girls 2027 - მენტორების რეგისტრაცია

16 November 2026

 

Technovation Girls Sakartvelo 2027, მენტორების რეგისტრაცია დაიწყო, პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე გოგოებსა და მოხალისე მენტორებს, საქართველოს რეგიონებიდან.

მოცემულ ეტაპზე რეგისტრირდებიან მხოლოდ მენტორები. პროექტში მონაწილე გოგონების რეგისტრაცია გამოცხადდება შემდეგ ეტაპზე. მოცემული სარეგისტრაციო ფორმით შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Technovation Girls Sakartvelo 2027 წლის სეზონზე - გუნდის მენტორად, ტექნიკურ მენტორად ან ბიზნეს მენტორად. 

მონაწილეობის მისაღებად მნიშვნელოვანია მენტორი იყოს სრულწლოვანი. გუნდის მენტორს არ მოეთხოვება ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნა, მისი ფუნქციაა, დაეხმაროს გუნდს ორგანიზებაში და პროექტის დაგეგმვაში საერთაშორისო კურიკულუმის მიხედვით. მენტორებს და გოგოებს ჩაუტარდებათ ყოველკვირეული ვორქშოფები. 

Technovation Girls ყოველწლიური საერთაშორისო პროექტია. ის ხელს უწყობს გოგოების დაინტერესებას პროგრამირებითა და მეწარმეობით, საკუთარ თემში არსებული პრობლემის მოძიებითა და მისი ტექნოლოგიური გადაჭრის გზის შემუშავებით. პროექტის ფარგლებში, საბოლოო ნამუშევრის სახით, გუნდები შექმნიან მობილურ აპლიკაციას და/ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს, დაწერენ ბიზნეს გეგმას და წარადგენენ მას რეგიონალური ჟიურის წინაშე. 

თითოეული გუნდი შეიძლება შედგებოდეს მაქსიმუმ 5 გოგოსგან. გუნდები ნაწილდებიან ორ დივიზიაში (გუნდის დივიზია განისაზღვრება მასში შემავალი გოგოებიდან ყველაზე უფროსის ასაკის შესაბამისად):

  • Junior (უმცროსთა) დივიზია - 2026 წლის 1 აგვისტოსთვის მოსწავლე უნდა იყოს 13-დან 15 წლამდე;
  • Senior (უფროსთა) დივიზია -  2026 წლის 1 აგვისტოსთვის მოსწავლე უნდა იყოს  15-დან 18 წლამდე. 

პროგრამა დაიწყება დეკემბერში და დასრულდება მაისში რეგიონალური კონფერენციით, სადაც თითოეული გუნდი წარადგენს მათ მიერ შექმნილ პროექტებს. კონფერენციაზე შეირჩევა საქართველოს გამარჯვებულები და მსოფლიო შეჯიბრების ნახევარფინალისტები. საუკეთესო 20 გუნდი მენტორებთან ერთად ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ერთკვირიან ტექნოლოგიურ ბანაკში. აღსანიშნავია, რომ პროექტის მასპინძელი საქართველოს უნივერსიტეტია. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან ინოვაციების ცენტრი ReThink, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაცია,  კვანტური ტექნოლოგიების ასოციაცია, Idea Design Group და HT Solutions. 

რეგისტრაცია შესაძლებელია 25 ნოემბრის ჩათვლით მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/sYrP2xkzci5FZSTf6

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: Technovation@ug.edu.ge

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი