ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ტექნოლოგიები და სოციალური პასუხისმგებლობა“
30 May 2023

2023 წლის 5 და 6 ივნისს ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის ღირებულებათა და ფილოსოფიის კვლევების საბჭოს და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ტექნოლოგიები და სოციალური პასუხისმგებლობა“. წარმოდგენილი მასალები დაიბეჭდება აშშ-ში რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო კრებულში. 

კონფერენციაზე მსჯელობა იქნება ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მისი ლოგიკური, კოსმოლოგიური, ონტოლოგიური და სოციალ-პოლიტიკური განზომილებები, ტექნოლოგიის განვითარება და მისი ისტორია დღემდე,  როგორ შეიძლება ტექნოლოგიების განვითარება უფრო ჰუმანურ საფუძველზე, ადამიანური ღირებულებების შესატყვისად, მისი მიმართება ადამიანურ ღირსებასთან და სოციალურ ჰარმონიასთან, სჭირდება თუ არა ტექნოლოგიას ჰუმანიზაცია და ა.შ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მთელ მსოფლიოში გაიზარდა ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ, რომლის განვითარება თავდაპირველად ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესებად მიიჩნეოდა, თუმცა ტექნოლოგიის შეუზღუდავმა გაფართოებამ დეჰუმანიზაციის ეფექტი წარმოქმნა, რამაც გავლენა იქონია ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ახალი ვირტუალური რეალობა შექმნა. 

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:

• ხელოვნური ინტელექტი

• ტექნოლოგიური მიღწევები და ეთიკური მოსაზრებები

• ტექნოლოგიის გავლენა საზოგადოებაზე (სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ეკოლოგიური და ა.შ.)

• კაცობრიობის მომავალი

• ტექნოლოგიების მნიშვნელობა

• პროგრესი მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში და ა.შ.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.

კონფერენციის ორგანიზატორი: პროფესორი თინათინ ბოჭორიშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (მობ.: 577 46 58 60)

კონფერენციის ბმული: https://www.crvp.org/conferences/2023/Tbilisi.html

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი