ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
4 June 2025

 

1-2 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიაში ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გაიმართება ნიკეის კრების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. 

2025 წელს ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები პირველი საეკლესიო კრების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავენ. დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში, გარე მიზეზების გამო, საეკლესიო ცნობიერება სხვადასხვა ისტორიული ფორმით გამოიხატებოდა. (ადგილობრივი კრებები, ეკლესიის მამათა შორის ფართოდ გავრცელებული სინოდური მიმოწერები და ა.შ.)პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 325 წელს, ნიკეაში. კრება წარმოადგენდა ეკლესიის სინოდური სისტემის გამოხატვის ახალ ფორმას მოციქულთა კრების ნიმუშის მიხედვით. მისი ავთენტური კავშირი ეკლესიის სინოდურ ცნობიერებასთან არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ, რადგან მისი მოწვევის, ორგანიზებისა და ფუნქციონირების დროს სრულად დაიცვეს წარსულის სინოდური ტრადიციის კრიტერიუმები.

ნიკეის მსოფლიო კრების როლის სრულად და სწორად შეფასება მაინც დიდი სირთულეა მრავალი ისტორიული პრობლემის გამო, რომლებიც გამოწვეულია კრების სხდომების ოქმების არარსებობითა და შემორჩენილი ფრაგმენტული წყაროების ბუნდოვანებით.სწორედ, ამ თარიღს მიეძღვნება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო“. კონფერენცია მულტიდისციპლინურია (რელიგია, ისტორია, თეოლოგია, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები) და მასში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი დარგის ექსპერტებს, დოქტორანტებს, აკადემიურ პერსონალსა და დამოუკიდებელ მკვლევრებს.

 

მოხსენებების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება: 

  • დიალოგი
  • ორბელიანი
  • The Caucasus Journal of Social Sciences (CJSS)

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი

  • 2025 წლის 30 ივნისი – რეგისტრაცია, აბსტრაქტების მიღება
  • 2025 წლის 15 ივლისი – განაცხადების გადარჩევა და ავტორებთან მონაწილეობაზე დასტურის შეტყობინება

 

კონფერენციას წარუძღვება სარედაქციო კოლეგია:

გოჩა ბარნოვი – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

ნუგზარ ბარდაველიძე – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

მამა გაბრიელე ბრაგანტინი – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

ანდრია ზახარიუ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

არჩილ მეტრეველი – საქართველოს უნივერსიტეტი

მერაბ ღაღანიძე – საქართველოს უნივერსიტეტი

თამარ გრძელიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბეჟან ჯავახია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროტოპრესვიტერი ვასილიოს გეორგოპულოსი – თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)

მამა ანდრეი მეგა – იოანე-პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: conference@sabauni.edu.ge 

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

ფორმატი: ჰიბრიდული

ლოკაცია: თბილისი,  კ.ქუთათელაძის #3

  

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი