UG ინოვატორი - ინოვაციური კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის იწყება
კრეატიულობისა და ინოვაციების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს უნივერსიტეტი და UG Startup Factory იწყებენ მასშტაბურ საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროექტს - UG ინოვატორი, რომელიც მიზნად ისახავს თბილისში აკრედიტირებული საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებში ინოვაციური, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას.
UG ინოვატორი არის 8-კვირიანი პროგრამა, რომელიც აერთიანებს სწავლას, მენტორინგს, კონკურსს და საბოლოო დემო დღეს. პროექტი შესაძლებლობას აძლევს X–XII კლასის მოსწავლეებს შექმნან საკუთარი ინოვაციური იდეები, იმუშაონ რეალურ პრობლემებზე, წარმოადგინონ გადაწყვეტები პროფესიული ჟიურის წინაშე და მოიგონ 10 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან ფულადი ჯილდო:
UG ინოვატორის ყველა მონაწილე მიიღებს ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც მათ გამოცდილებას და მიღებულ ცოდნას დაადასტურებს. ამასთან, პროექტის პარტნიორები გამარჯვებულებსა და მენტორ-მასწავლებლებს სხვადასხვა დამატებითი პრიზებითა და შესაძლებლობებითაც დააჯილდოებენ, რაც UG ინოვატორს კიდევ უფრო ღირებულ გამოცდილებად აქცევს.
საქართველოს უნივერსიტეტისთვის ინოვაცია იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. UG აქტიურად ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნას და პირველი ნაბიჯების გადადგმას მეწარმეობისა და ინოვაციის მიმართულებით.
UG ინოვატორი სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა - პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სკოლას, უნივერსიტეტს და ინოვაციურ ეკოსისტემას ერთ სივრცეში და ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
პროექტის მთავარი გზავნილია: შექმენი მეტი!
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ:
მონაწილეობის პირობები:
როგორ წარიმართება პროგრამა?
UG ინოვატორი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
21 აპრილი - 5 მაისი კონკურსზე რეგისტრაცია შეუძლია სკოლის წარმომადგენელ მოსწავლეს ან/და მენტორ მასწავლებელს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ერთ გუნდს, რომელიც წარდგება სკოლის სახელით, შესაბამისად წარმოდგენილი გუნდი შეთანხმებული უნდა იყოს სკოლის ადმინისტრაციასთან.
12-13 მაისი კონკურსის საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან კონკურსის პრინციპებს და მიიღებენ პირველ დავალებას.
საგანმანათლებლო მოდული
27 – 29 მაისი პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ გუნდებს ელით 2 თემატური შეხვედრა, შემდეგ საკითხებზე:
შიდა დემო დღე
2 ივნისი საგანმანათლებლო ნაწილის გავლის შემდეგ გუნდები წარადგენენ 5 სლაიდიან პრეზენტაციას თუ რა მიმართულებაზე მუშაობენ და რას გულისხმობს მათი იდეა. შიდა დემო დღეზე შერიჩევა 10 ფინალისტი გუნდი.
მენტორინგი და Pitch მომზადება
4 ივნისი შიდა დემო დღეზე შერჩეულ 10 გუნდთან მოხდება Q/A ონლაინ შეხვედრა და ფინალური წარდგენის მომზადების ტრენინგი (Pitch Preparation).
დიდი ფინალი - Demo დღე
12 ივნისი დემო დღეზე კონკურსის ფინალისტი გუნდები საკუთარ იდეებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. ჟიური შეარჩევს სამ გამარჯვებულ გუნდს, რომლებიც კონკურსის საპრიზო ფონდიდან ფულად პრემიებს მიიღებენ. ჯილდო გადაეცემათ ასევე გამარჯვებული გუნდების მენტორ-მასწავლებლებს.
UG ინოვატორი არის შესაძლებლობა, რომელიც იწყება იდეით, პროექტი იქნება პირველი ნაბიჯი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი იდეების რეალურ პროექტებად ქცევა, ახალი უნარების განვითარება და ინოვაციურ გარემოში ჩართვა.
რატომ უნდა ჩაერთო?
დღევანდელ სამყაროში ყველაზე ღირებული უნარი პრობლემების დანახვა და მათი გადაწყვეტაა. UG ინოვატორი სწორედ ამას გასწავლის - როგორ იპოვო რეალური პრობლემა, გადააქციო იდეად და შექმნა გადაწყვეტა, რომელსაც გავლენა ექნება ადამიანებზე.
პროექტის განმავლობაში შენ: