ანონსები
22 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის 519 აუდიტორიაში, UG Startup Factory-ს პრე აქსელერაციის პროგრამის დემო დღე გაიმართება.
UG Startup Factory სტუდენტებს პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებულ, ინტენსიურ პრე-აქსელერაციის პროგრამას სთავაზობს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების განვითარებას და სტარტაპ ეკოსისტემაში ინტეგრირებას.
წელს, როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვან პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 400-მდე სტუდენტმა გამოთქვა. სამი ეტაპისგან შემდგარი შერჩევის პროცესის შედეგად, 12 საუკეთესო გუნდი შეირჩა, რომლებიც ფინალურ ეტაპზე ჟიურის წინაშე წარდგენიან და თავიანთ სტარტაპ იდეებს წარმოადგენენ.
ჟიურის წევრები არიან:
კონსტანტინე თოფურია;
ეკატერინე თოფურია;
მაია ამაშუკელი;
სულხან სულხანიშილი;
ქეთევან ხუნწარია ( კომპანია Axel-ის საინვესტიციო საბჭოს წევრი).
ღონისძიების დასასრულს 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომლებიც მიიღებენ 10 000 ლარიან დაფინანსებას საქართველოს უნივერსიტეტის საინვესტიცო ფონდიდან. ასევე მიიღებენ სპეციალიურ საჩუქრებს სპონსორებისგან.