ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

ვორქშოფი - თანამედროვე მიდგომები და ციფრული რესურსების გამოყენება ისტორიის სწავლებაში

29 April 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს, მასწავლებლებისთვის ერთიანი პროექტის ფარგლებში თემატური ტრენინგების ჩატარებას, შემდეგი ვორქშოფი "თანამედროვე მიდგომები და ციფრული რესურსების გამოყენება ისტორიის სწავლებაში" გაიმართება 15 მაისს.

ვორქშოფი მიზნად ისახავს ისტორიის სწავლებისას ისტორიის მასწავლებლებისათვის თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებისა და ციფრული რესურსების ეფექტიანი გამოყენების  გაცნობას.  ვორქშოფის მონაწილეები განიხილავენ ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიებს, კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ მეთოდებსა და იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც მოსწავლეთა მეტ და აქტიურ  ჩართულობას  შეუწყობს ხელს ისტორიის სწავლებისას. 

შეხვედრის მოდერატორი: ცირა ჩიკვაიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის უფროსი. 

ვორქშოფზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/srmkotW8xJsUNUny5

თარიღი: 15 მაისი, 15:00 საათი

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი