ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს რობოტიკის ნაკრები RoboChallenge 2026-ზე იასპარეზებს

28 October 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტი საქართველოს რობოტიკის ნაკრების მხარდამჭერია, რომელიც 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ბუქარესტში, RoboChallenge 2026-ზე მიიღებს მონაწილეობას. საქართველო საერთაშორისო ჩემპიონატზე პირველად იქნება წარმოდგენილი ეროვნული ნაკრებით, რომელიც სამი გუნდისა და 12 მონაწილისგან შედგება.

RoboChallenge ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო რობოტიკის ჩემპიონატია, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ქართველი ახალგაზრდები იასპარეზებენ Mega Sumo, Mini Sumo და Line Follower კატეგორიებში და საკუთარ საინჟინრო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს საერთაშორისო კონკურენტულ გარემოში გამოცდიან.

საქართველოს ნაკრები 2026 წლის 20 ივნისს თბილისში, საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით გამართული საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატის შედეგების საფუძველზე შეირჩა. საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მონაწილეობის უფლება SUMO რობოტების შეჯიბრში გამარჯვებულმა სამმა გუნდმა მოიპოვა.

საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერა ხელს უწყობს ახალგაზრდების ტექნოლოგიურ განვითარებას, საინჟინრო უნარების პრაქტიკაში გამოყენებასა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ სივრცეში საქართველოს წარმომადგენლობის გაძლიერებას.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი