საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ ორდღიან ინტენსიურ ვორქშოფს „ხელოვნური ინტელექტი შრომით ურთიერთობებში: სამართლებრივი გამოწვევები და HR პრაქტიკა“
ვორქშოფის თემები:
I. დასაქმების წინაპირობები და გასაუბრებები
- რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ მუშაობს და რა გავლენას ახდენს შრომით ურთიერთობებზე
- როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი კანდიდატების მოძიებისა და შერჩევის პროცესს, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები
- პრაქტიკული გამოწვევები
- AI-ის ეთიკური გამოყენება HR-ში (ალგორითმების გამჭვირვალობა, მონაცემთა დაცვა და „bias“-ის შემცირება).
- ტალანტების მართვა (როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მემკვიდრეობის დაგეგმვასა და ლიდერების განვითარებას).
- AI-ს გამოყენება HR ანალიტიკაში (მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ქცევითი ანალიტიკა, შრომითი რისკების წინასწარი იდენტიფიკაცია)
- რას უნდა იცნობდეს HR მენეჯერი და შრომის სამართლის იურისტი დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად
II. შრომითი ურთიერთობებზე ტექნოლოგიის გავლენა
- სამუშაო დრო: მოქნილი გრაფიკი, მუდმივი ხელმისაწვდომობის მოლოდინი, რეალური სამუშაო დროის განსაზღვრა „on-call“ რეჟიმი
- ანაზღაურება: დროის ნაცვლად შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურება
- კონფიდენციალურობა: მონიტორინგი, პერსონალური მონაცემების დაცვა
- ტრენინგისა და განვითარების პროგრამები ( AI-ზე დაფუძნებული პერსონალიზებული სწავლის პლატფორმები და სამართლებრივი გამოწვევები )
- ხელშეკრულების მოშლა: ტექნოლოგიური ცვლილებების გამო თანამდებობების გაუქმება, გადამზადება და დაცვის მექანიზმები
III. შრომითი დავები და AI-ის როლი
- ხელოვნური ინტელექტის როლი და გამოყენების შესაძლებლობები შრომითი დავების გადაწყვეტის პროცესში
ვორქშოფი განკუთვნილია
- შრომის სამართლის იურისტები
- HR სპეციალისტები და მენეჯერები
- კორპორაციული იურისტები და შრომითი დავების პრაქტიკოსები
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 11- 12 ოქტომბერი, 12:00 დან - 17:00 საათამდე
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, კოსტავას 77ა
ვორქშოფს გაუძღვებიან
- ნატა სტურუა, სამართლის დოქტორი შრომის სამართლის მიმართულებით, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, მკვლევარი, სამართლის და დავების გადაჭრის ექსპერტი ავსტრიის IT:U – ინტერდისციპლინარული ტრანსფორმაციის უნივერსიტეტში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი პირველი სრულად დიჯიტალიზაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული საჯარო უნივერსიტეტია.
- მარიამ ჯანჯარია, PHRi, საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის სამსახურის უფროსი. ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.
კურსის ღირებულება - 600 ლარი, საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის იმოქმედებს 50% ფასდაკლება.
ანგარიშსწორების დეტალები: სს "ბაზისბანკი", ბანკის კოდი CBASGE22, მიმღების დასახელება შპს "საქართველოს უნივერსიტეტი"(მოკლევადიანი სასერთიფიკატო კურსები") IBAN GE80BS000000000873609
რეგისტრაცია: ბოლო ვადა 2025 წლის 6 ოქტომბერი, ბმული: https://forms.gle/j6YqMWX4BY7sLbfH9
დეტალებისთვის მოგვწერეთ: m.janjaria@ug.edu.ge