10 დეკემბერს, ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია (FITA) და საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის პრაქტიკულ ღონისძიებას გამართავენ თემაზე: „რა როლი გექნებოდა კრიპტოკომპანიაში და რა დასაქმების შესაძლებლობები არსებობს?“
ღონისძიების მიზანია სტუდენტებისთვის კრიპტოინდუსტრიის, კრიპტოკომპანიებში არსებული პროფესიული როლებისა და კარიერული შესაძლებლობების გაცნობა.
სპიკერი გვანცა მეუნარგია - ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციის დირექტორი. (FITA)
შეხვედრა მოიცავს როგორც საინფორმაციო ლექციას, ისე პრაქტიკულ ვორქშოფს. მონაწილეები გაეცნობიან კრიპტოკომპანიების სხვადასხვა გუნდის საქმიანობას, პრაქტიკულ მაგალითებზე დააკვირდებიან კრიპტოტრანზაქციებს, ისწავლიან საეჭვო ნიშნების ამოცნობას და გუნდურად იმუშავებენ ბლოკჩეინზე დაფუძნებული იდეების შემუშავებაზე.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ Kahoot-ის თამაშში და მოიგონ პრიზები. ასევე, გათვალისწინებულია მონაწილეთა დაჯილდოება და ვორქშოფის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემა. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტისა და მიმართულების სტუდენტს.
დრო: 10 დეკემბერი, 12:00 საათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://front.online.ug.edu.ge/event-registration/wq3grtdjpxycgdbsh4ez