ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

YOCOCU 2020 TBILISI ონლაინ კონფერენცია
2 November 2020

საქართველოს უნივერსიტეტის, YOCOCU ITALY - ის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, 2-3-4 ნოემბერს გაიმართება ონლაინ კონფერენცია YOCOCU 2020 TBILISI სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მკვლევარებსა და სტუდენტებს საშუალება აქვთ თავიანთი კვლევის შედეგები ერთმანეთს გაუზიარონ

 

YOCOCU 2020 TBILISI კონფერენციის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობის სფეროში არსებული გამოცდილება ხელმისაწვდომი გახდეს ფართო სამეცნიერო საზოგადოებისათვის და ასევე, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა კვლევარებსა და მეცნიერებს შორის პროფესიონალური კავშირების დამყარებას.

 

კონფერენციაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად გაეცნონ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს და TravelGis-ის მობილურ აპლიკაციას, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სახის ტურისტული და შემეცნებითი ტურები საქართველოს ყველა კუთხეში.

 

www.yococu2020.com

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი