ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ცენტრები და ლაბორატორიები

ელექტრონიკის ლაბორატორია IDEALAB

2020 წლის 18 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაში სტუდენტებისთვის და არა მარტო სტუდენტებისთვის იდეების ლაბორატორია Idealab-ი შეიქმნა.

Idealab-ი, არის სივრცე, სადაც ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას, აბიტურიენტს, სტუდენტს შეუძლია მოიტანოს საინტერესო იდეა და მისი განხორციელებისთვის გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები. იდეების ლაბორატორიაში შექმნილია მოხერხებული სამუშაო სივრცე. ლაბორატორია აღჭურვილია ელექტრონული ინჟინერიის თანამედროვე აპარატურითა და  ინვენტარით. მსურველებს აქ დახვდებათ 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, CNC დანადგარი, ოსცილოგრაფი, სიგნალების გენერატორები, მულტიმეტრები, Ardunio და Raspberry მოდულები, სხვადასხვა ტიპის სენსორები.

Responsive image

ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალური და მტკივნეული თემაა გარემოს უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ ჩაერთო საქართველოს უნივერსიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომლის ძირითადი მიზანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება გარემოს უსაფრთხოების მიზნით. ამ პროექტის ხელშეწყობით შეიქმნა თანამედროვე სამუშაო სივრცე idealab-ის სახით, სადაც სტუდენტები პრაქტიკოსი მენტორების ხელმძღვანელობის ქვეშ რეალურ პროექტებზე იმუშავებენ. Idealab-ი მოწოდებულია, სტუდენტს მისცეს პროფესიული ზრდისთვის საჭირო საშუალებები.

Responsive image
Responsive image






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი