ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ცენტრები და ლაბორატორიები

იუჯი რეავიტა დენტი

სტომატოლოგიური კლინიკა „იუჯი რეავიტა დენტი“ 2019 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს. მისი ფართობია 469 კვ.მ.  კლინიკა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და შშმ პირებისთვის.

კლინიკა აღჭურვილია 12 სტომატოლოგიური დანადგარით და ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ციფრული დენტალური რენტგენი, 3D კომპიუტერული ტომოგრაფი, მიკროსკოპი. პრაქტიკული სწავლებისთვის სტუდენტებს აქვთ საშუალება განივითარონ უნარ-ჩვევები 3D სიმულატორზე SIMtoCARE.

კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის სერვისების მიწოდებას სტომატოლოგიის ყველა მიმართულებით, როგორიცაა კონსულტაცია-დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური სერვისები, პაროდონტოლოგია, თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, იმპლანტაცია, ორთოდონტია, ბავშვთა სტომატოლოგია. სტომატოლოგიური მომსახურების გარდა, კლინიკა ახორციელებს ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და იმუნიზაციის სერვისების მიწოდებას.

კლინიკაში მუდმივად მიმდინარეობს თანამედროვე მასალებისა და მკურნალობის მეთოდების დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესება. განუხრელად ხორციელდება ეპიდსიტუაციაზე ზრუნვა, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები.

კლინიკაში მიმდინარეობს აკადემიური, კვლევითი და კლინიკური საქმიანობა. კლინიკას აქვს არა მარტო სამკურნალო-პროფილაქტიკური ამბულატორიული სტომატოლოგიური სერვისების მიწოდების ფუნქცია, არამედ იგი ასევე წარმოადგენს სამეცნიერო-სასწავლო-კვლევითი საუნივერსიტეტო ბაზას.

კლინიკა უზრუნველყოფს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს მისცეს  ცოდნა და განუვითაროს პრაქტიკული და სამედიცინო უნარ-ჩვევები. კლინიკური საქმიანობის და სერვისების  გასავითარებლად ხორციელდება სამეცნიერო კვლევები და ტრენინგები. ადგილობრივი თუ  მოწვეული  საერთაშორისო ლექტორები და ექიმები ატარებენ მასტერ-კლასებს, სემინარებსა და კონფერენციებს.

კლინიკა „იუჯი რეავიტა დენტში“ სტომატოლოგი სტუდენტებისთვის შექმნილია ყველა პირობა, რომ მიიღონ ცოდნა და განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ხოლო პაციენტებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მონსახურება.

Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი