
ცენტრები და ლაბორატორიები
წარმოადგენს ფარმაცევტული პროგრამის სიმულაციურ ბაზას, სადაც შესაძლებელია თეორიული ცოდნის პრაქტიკულ დონეზე გამოყენების დემონსტრირება. აქ სრულდება სიტუაციური ამოცანები და ირჩევა კლინიკური ქეისები, რაც პრაქტიკულად ხორციელდება როლური (ფარმაცევტი-პაციენტი, ფარმაცევტი-ექიმი-პაციენტი, ფარმაცევტი-ექიმი-ჯანდაცვის სპეციალისტი და სხვა) თამაშების შესრულებით. სტუდენტები ადგენენ ფარმაცევტულ ქეისს, რაც მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას, სამედიცინო დანიშნულების საგნების მიწოდებას, ფარმაცევტული კომპიუტერული პროგრამების ცოდნას და გამოყენებას. აქვე ხდება ფარმაცევტული ქეისის განხილვა და შეფასება.