ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ცენტრები და ლაბორატორიები
სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავება
სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავება

სამართლის შესწავლა მხოლოდ თეორიული ცოდნის ათვისებით არ შემოიფარგლება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მიღებული ცოდნის პრაქტიკულ სიტუაციებში ადეკვატურად გამოყენების უნარს.

სამართლის სკოლაში სწავლების საწყისი ეტაპიდანვე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ იმიტირებული სასამართლო პროცესების ფორმატში და პრაქტიკულად გამოსცადონ იურისტის პროფესიული საქმიანობა რეალურთან მიახლოებულ გარემოში.

იმიტირებული სასამართლო პროცესები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სიღრმისეულად გააანალიზონ სამართლებრივი საქმეები, ჩამოაყალიბონ და დაიცვან საკუთარი პოზიცია, უპასუხონ ოპონენტის არგუმენტებს, წარდგნენ სასამართლოს წინაშე და მონაწილეობა მიიღონ პროფესიულ დებატებში.

აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს იურისტისათვის აუცილებელი ძირითადი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა: სამართლებრივი აზროვნება, არგუმენტაციის უნარი, საჯარო გამოსვლა, სწრაფი და დასაბუთებული რეაგირება, გუნდური მუშაობა და პროფესიული კომუნიკაცია.

სასწავლო პროცესის მიზანია, კურსდამთავრებულებმა, ფუნდამენტურ თეორიულ ცოდნასთან ერთად, შეიძინონ ის პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული თავდაჯერებულობა, რაც აუცილებელია წარმატებული კარიერული ნაბიჯების გადასადგმელად.

იმიტირებული სასამართლო პროცესი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც საფუძველი ეყრება სტუდენტის კვალიფიციურ იურისტად ჩამოყალიბებას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი