
ცენტრები და ლაბორატორიები
საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მულტიპროფილური სიმულაციური ლაბორატორიაა. იგი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო-სასწავლო სიმულატორებით, მულტიფუნქციური მანეკენებითა და სამედიცინო ინვენტარით. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში სტუდენტები ეუფლებიან ისეთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: პაციენტის მოვლა, ინფექციები, პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ზონდირება, ფილტვისა და გულის აუსკულტაცია, ჭრილობის დამუშავება, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა და სხვა. სიმულაციური ჰოსპიტალი მოიცავს სამ ფუნქციურ ნაწილს: სამანიპულაციო, სამეანო-გინეკოლოგიურ და უშუალოდ ჰოსპიტალურს თავისი სასწავლო აუდიტორიით. გამოყენებულია სიმულაციურ პაციენტზე/მანეკენზე მანიპულაცია-პროცედურებისა და დავალების შესრულების როგორც ვიდეო ჩანაწერების, ასევე ონლაინ გადაცემის გზით გარჩევის და შეფასების პრაქტიკა.