გახდი მასწავლებელი
- მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატი ვალდებულია:
- ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდა კრიტიკულ წერასა და აზროვნებაში და ინგლისურ ენაში(თუ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება ინგლისური ენის ცოდნა).
- გამოცდების შედეგების მიხედვით გამოვლინდება იმ კანდიდატთა სია, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ფლობა B 1/2დონეზე. ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს შეიძლება წარმოადგენდეს დიპლომის დანართი, რომელშიც მითითებულია უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენა ან ,ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საუნივერსიტეტო გამოცდა ენის ცოდნის დასადასტურებლად.
- მიმართულებები: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ისტორია, ფიზიკა, მათემატიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
- მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების საფუძველზე, მასწავლებელთა ერთწლიან პროგრამაზე მასწავლებელთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით.
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 18:00 საათიდან 21:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77, მეოთხე სასწავლო კორპუსი, მეორე სართული ოთახი #201.
- ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად მასწავლებელი ვალდებულია წარმოადგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- ცნობა კომპეტენციის დადასტურების ზღვარის გადალახვის შესახებ; (საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით).
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- 1 ფოტოსურათი (3X4) და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- შეავსონ სააპლიკაციო ფორმა უნივერსიტეტში.
- სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზე (CD-ზე ჩაწერილი).
- უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ჩატარდეს 14 - 15 სექტემბერს, 10:00 საათზე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსში, ოთახი #-407.
აკადემიური რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 16– 17 სექტემბერი.