1. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატი ვალდებულია:
- ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდა კრიტიკულ წერასა და აზროვნებაში და ინგლისურ ენაში (თუ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება ინგლისური ენის ცოდნა).
- გამოცდების შედეგების მიხედვით გამოვლინდება იმ კანდიდატთა სია, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ფლობა B 1/2 დონეზე. ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს შეიძლება წარმოადგენდეს დიპლომის დანართი, რომელშიც მითითებულია უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენა ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საუნივერსიტეტო გამოცდა ენის ცოდნის დასადასტურებლად.
2. მიმართულებები განისაზღვრება შემდეგი სახით: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ისტორია, ფიზიკა, მათემატიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
3. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების საფუძველზე, მასწავლებელთა ერთწლიან პროგრამაზე მასწავლებელთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 1 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
4. ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:30 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77, მეოთხე სასწავლო კორპუსი.
5. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად მასწავლებელი ვალდებულია წარმოადგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- ცნობა კომპეტენციის დადასტურების ზღვარის გადალახვის შესახებ; (საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით).
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- 1 ფოტოსურათი (3X4) და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- შეავსონ სააპლიკაციო ფორმა უნივერსიტეტში.
6. სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზე (CD-ზე ჩაწერილი).
7. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ჩატარდეს 14 სექტემბერს, 10:00 საათზე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსში, ოთახი #-407.
8. აკადემიური რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 16-21 სექტემბერი.