დასაქმების ხელშეწყობა
საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ წინსვლაზე, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი.
საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წარმატება და მათი მაღალი დონის პროფესიონალიზმი განპირობებულია არა მხოლოდ უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური სტანდარტებით, არამედ სტუდენტთა კარიერული წინსვლისათვის მიმართული ძალისხმევითაც.
იმისათვის, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიაღწიონ წარმატებას, კარიერული სერვისების თვალსაზრისით, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ხელმისაწვდომია სისტემატური ტრენინგები, დასაქმების ფორუმები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ექსკლუზიური სიახლეები მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და სხვა.
საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სრულყოფილად ამზადებს იმისათვის, რომ მათ თავდაჯერებულად იგრძნონ თავი კონკურენტულ გარემოში.
უნივერსიტეტი დასაქმებულ კურსდამთავრებულთა შესანიშნავი სტატისტიკით გამოირჩევა. ბოლო მონაცემებმა ცხადყო, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 96% დასაქმებულია.
დასაქმების ხელშეწყობის სამსახური ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი ბიგვავა
სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მენეჯერი
ელ-ფოსტა: a.bigvava@ug.edu.ge
IV კორპუსი, ოთახი 507
ტელ: (032) 2 55 22 22
მობ: (+995) 579 30 01 11
ელ.ფოსტა: career@ug.edu.ge