SHARE ON


კახაბერ თავზარაშვილი
სკოლის დირექტორი

IV კორპუსი, ოთახი: 207
2 55 22 22 (349)
E-mail: k.tavzarashvili@ug.edu.ge

სკოლის მისიაა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით შექმნას ახალი ცოდნა და სტუდენტებს მისცეს განათლება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების პროგრესს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით. 

სკოლა მიისწრაფის მიაღწიოს სწავლების, კვლევების, ახალი ცოდნის დაგროვებისა და საზოგადოებისათვის გაზიარების სრულყოფილ ფორმას; სკოლა შესაძლებლობას უქმნის განსხვავებული აკადემიური ინტერესისა და უნარების მქონე პირებს, მოახდინონ საკუთარი პოტენციალის გამოვლენა სწავლის, სწავლების, კვლევების, ცოდნის კომერციალიზაციისა და პროფესიული განვითარების გზით.

ჩვენი ღირებულებებია

  • სტუდენტები და მათი წარმატება;
  • საერთაშორისო სტანდარტის სასწავლო გარემო, მაღალი აკადემიური დონე და კრიტიკული აზროვნება;
  • სწავლების, კვლევისა და მომსახურების სრულყოფილება;
  • ინკლუზიურობა, სამართლიანობა;
  • პროფესორ-მასწავლებლები, პერსონალი;
  • პიროვნული და აკადემიური გუნდურობა;
  • უსაფრთხო სასწავლო სივრცე;
  • თანამშრომლობა და პარტნიორობა;
  • უწყვეტი განვითარება.

სკოლის მიზანია მოამზადოს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებად გარემოში მნიშვნელოვანია თანამედროვე და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების დანერგვა და განხორციელება.

სასწავლო პროგრამები შემუშავებულია წამყვანი უცხოური უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების ანალიზისა და მათი გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე.

სკოლაში არსებული სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები ახალგაზრდების მოტივაციისთვის და მათი კვლევითი უნარების განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის. სკოლაში ფუნქციონირებს მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის მიზანია უნივერსიტეტის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სამეცნიერო კადრების მომზადება წმინდა, გამოყენებით მათემატიკასა და მექანიკაში.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი