საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ კონკურსში - 19th ICC Mediation Competition, რომელშიც კულტურული განსხვავებულობის დაფასებისთვის სპეციალური ჯილდო აიღო!
ამ კატეგორიაში გამარჯვება განსაკუთრებულია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, რადგან ჩვენი მისიაა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა კულტურის წარმომადგენელი ადამიანი თავისუფლად შეძლებს განათლების მიღებას, ერთმანეთის განსხვავებულობის პატივისცემის ფონზე. ჩვენი გუნდის გამარჯვება ამას უკვე საერთაშორისო ასპარეზზე აჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ამ კონკურსში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს კონკურსის წესით შერჩეული 48 უნივერსიტეტი, 40-მდე ქვეყნიდან.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდის წევრები არიან: მარიამ ჯანგირაშვილი, ლიკა ფირცხალაიშვილი, ანა კვანტრიშვილი და თინათინ ანთაძე, გუნდის მწვრთნელები კი - ნატა სტურუა და ანა ხურციძე.