ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


1 July 2026

საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიურმა გუნდმა ICON•S 2026-ის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, დუბლინში, ირლანდიაში, გაიმართა საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიური კონფერენცია — ICON•S 2026. კონფერენციის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში 601 სესიაზე 2,088 მონაწილემ წარადგინა მოხსენება.

კონფერენციაში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიურმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სამართლის სკოლის პროფესორები ანა ფირცხალაშვილი და მალხაზ ბეგიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი სამხარაძე და სამართლის სკოლის დოქტორანტი მაგდა ჯაფარიძე.

საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კონფერენციის სხვადასხვა პანელზე წარადგინეს მოხსენებები თანამედროვე საჯარო სამართლის, კონსტიტუციური უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, გარემოსდაცვითი სამართლისა და ბავშვთა უფლებების აქტუალურ საკითხებზე.

პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა პანელზე “Courts and the Right to a Healthy Environment” წარადგინა მოხსენება თემაზე “The Human Right to a Healthy Environment: Between Legal Principles and Practical Enforcement”. მოხსენება შეეხებოდა ჯანსაღ გარემოზე უფლების კონსტიტუციურ მნიშვნელობასა და მისი პრაქტიკული აღსრულების გამოწვევებს.

პროფესორმა მალხაზ ბეგიაშვილმა პანელზე “Technologies and Fight Disinformation and Foreign Information Manipulation and Interference Against the EU and Its Values in Georgia” წარადგინა მოხსენება თემაზე “Legislative Competence to Prohibit the Expression of Certain Opinions”.

ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი სამხარაძემ პანელზე “Inscribing Sustainability in Law” წარადგინა მოხსენება თემაზე “Climate Governance Across Borders: The Transformation of EU Public Law in Southeast Europe”.

სამართლის სკოლის დოქტორანტმა მაგდა ჯაფარიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე  “Challenges to the Rights of the Child to Freedom of Opinion, Information and the Internet in Georgia”.

საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის მონაწილეობა ICON•S 2026-ის კონფერენციაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართლის სკოლის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და მის წვლილს თანამედროვე საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მიმდინარე აკადემიურ დისკუსიებში.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი