INADR ამერიკის შეერტებულ შტატებში 2000 წელს დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხელს უწყობს მედიაციის, დავების მშვიდობიანი გადაწყვეტისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული იურიდიული განათლების განვითარებას.
ანა ხურციძე წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს დავების გადაჭრის საერთაშორისო პროფესიულ და აკადემიურ ქსელებთან, მონაწილეობს მედიაციის სტანდარტების, სამართლებრივი განათლებისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის განვითარების ინიციატივებში. აღსანიშნავია ასევე, რომ გასულ წელს საქართველოს უნივერსიტეტმა INADR-ის მედიაციის საერთაშორისო კონკურსს წარმატებით უმასპინძლა, ჩვენი სტუდენტური გუნდები კი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან.
ანას INADR-ის პრეზიდენტად არჩევა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, როგორც მისი პროფესიული საქმიანობისთვის, ისე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ქართული იურიდიული განათლებისთვის.