საქველმოქმედო კონცერტი ლუკა ჯაბუას მხარდასაჭერად
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში სინდისის პატიმრის, ლუკა ჯაბუას მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარდგნენ ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ და DJ ლუკა თაყნიაშვილი. საღამო გამოირჩეოდა განსაკუთრებული სოლიდარობითა და ერთიანობის მუხტით. საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში შემოსული თანხა საქართველოს უნივერსიტეტმა გააორმაგა და სრულად გადაეცა ლუკას ოჯახს.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი