სტუდენტურ საქმეთა ცენტრისა და საქართველოს უნივერსიტეტის საქველმოქმედო კლუბის — „ერთად უკეთესისთვის“ ორგანიზებით, 12 დეკემბერს საქველმოქმედო ვიზიტი განხორციელდა ნევროლოგიურ კლინიკა „ვალეოში“.
„ვალეო“ წარმოადგენს კლინიკას, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განმავითარებელი თერაპიები უტარდებათ. კლუბის წევრებმა კლინიკას საჩუქრად გადასცეს ფუნქციური სათამაშოები, ილუსტრირებული წიგნები და სხვა საჭირო ნივთები. ვიზიტის მიზანი იყო პატარებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა, მხარდაჭერა და მათი განვითარების პროცესის ხელშეწყობა.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 12 დეკემბერი
ორგანიზატორი: სტუდენტურ საქმეთა ცენტრი, საქველმოქმედო კლუბი „ერთად უკეთესისთვის“
ადგილი: ნევროლოგიური კლინიკა „ვალეო“