საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ანა ფირცხალაშვილი, გერმანიის აკადემიური საერთაშორისო სამსახურის (DAAD) მიერ მიწვეული იყო რომში გამართულ კონფერენციაზე: „გარემო, მდგრადობა და სამართალი". ის აღნიშნულ კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით - "ადამიანის უფლება ჯანმრთელ გარემოზე და მისი რეალიზების ფარგლები".
სამეცნიერო მიზნების გარდა, შეხვედრა ემსახურებოდა DAAD-ის სტიპენდიანტი იურისტების გაცნობასა და მდგრადი ქსელის შექმნას, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ ევროპის ქვეყნებში. სამომავლოდ ასეთი სამეცნიერო აქტივობა საქართველოს უნივერსიტეტში სამართლის სკოლის მასპინძლობითაც იგეგმება.